მერილენდის შტატის ფედერალურმა რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, შეაჩეროს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ CBS News-ი წერს.
2 სექტემბერს, აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დებორა ბორდმანმა დროებით დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, მიეღო ახალი კანონი. მოსამართლემ განაცხადა, რომ მოსარჩელეები შეძლებენ დაამტკიცონ, რომ კანონი არღვევს ადამიანთა უფლებებს აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებით, რომელიც შეერთებულ შტატებში დაბადებული ყველა პირისთვის მოქალაქეობის მიღებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და საქმე განხილვის პროცესშია.










