ზემო სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენ
სვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა.
გოგონა გამხდარია, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, აქვს მუქი, სწორი, მხრებამდე თმა. აცვია მოკლე ჯინსის შარვალი და ყვითელი კედები.
მარია საქართველოში მარტო მოგზაურობს. ბოლოს მასთან დაკავშირება გუშინ, მესტიაში შეძლეს. ის საბაგიროთი იყო ასული და იქიდან ახლობლებს ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა.
გოგონა გადაადგილდებოდა ნაქირავები Mazda CX-5-ით. მისი ავტომობილი დღეს საღამოს ჭალაათის მყინვართან იპოვეს, თავად მარიას ადგილსამყოფელი კი უცნობია.
ვისაც აქვს რაიმე ინფორმაცია მარია ხმელევას ადგილსამყოფელის შესახებ, დარეკეთ 112-ზე.
წყარო: ProGeorgian
ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა
ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, ხოლო 4 400-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 840-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის...










