ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი ხვალ შეხვდება და მეტს მოისმენს მცირეწლოვან შვილებთან ჩანიშნული ხანგრძლივი პაემნის გაუქმების შესახებ.
ცნობისთვის, ექს-პრემიერმა ლევან იოსელიანთან შეხვედრა გუშინ, 31 აგვისტოს მოითხოვა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა “პირველების” ეთერში ისაუბრა. ლილი გელაშვილმა ომბუდსმენს მოუწოდა ის, ან მისი რომელიმე წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში შესულიყვნენ.
ღარიბაშვილის უფლებადამცველების თქმით, “ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსანს მცირეწლოვან შვილებთან ხანგრძლივი პაემანი 26 აგვისტოს ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა გაუუქმეს.









