LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დაპოსტა 2026/08/31-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

სხდომაზე პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატი კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

პროკურატურა დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულის პიროვნებაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, მას დაურ ბუავას ბინის დატოვებისას უამრავ ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია და მან არც ერთ ადამიანს არ უთხრა, რომ ბინაში განსაცდელში იმყოფებოდა ადამიანი.

პროკურორის თქმით, მას პასუხისმგებლობის შეეშინდა და პოლიციას არ შეატყობინა. პროკურორის თქმითვე, მნიშვნელობა მხოლოდ იმას არ აქვს, ბრალდებული იმ მომენტში რა მდგომარეობაში იყო, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობრებმა დაურ ბუავა იკითხეს და მან მაშინაც კი დაუმალა მისი მდგომარეობა მათ.

ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატის განცხადებით, დანაშაული მსუბუქ კატეგორიას მიეკუთვნება და სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახეობა არ უნდა გამოეყენებინა. ადვოკატის თქმით, დაკავებული მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

თავად დაკავებული ქალი დუმილის უფლებით სარგებლობს.

ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, ვინაიდან მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა კორპუსში „გაფუჭებული ხორცის მძაფრი სუნის” გამო გამოიძახეს. ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ. 29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი – ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.სამართალდამცავებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ამინდი მკევთრად უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

გორში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გორში წუხელ მამაკაცი დაჭრეს - "ქართლის ამბების" ცნობით, შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, ის გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივი მედიის თანახმად, ადგულზე მობილიზებულნი იყვნენ კრიმინალური და...

დაწვრილებითDetails

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
რამდენ ხანს გაგრძელდება კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა....

დაწვრილებითDetails

“ქართველი მამაკაცია დაღუპული, მისი ცოლი და შვილები რეანიმაციაში არიან” – მძიმე ავარიის ახალი დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
“ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა” – რას წერს რუსული მედია ავტოავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა
მთავარი

29 აგ­ვის­ტოს უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და კავ­კა­ზის ფე­დე­რა­ლურ გზატ­კე­ცილ­ზე, სო­ფელ ინო­ზემ­ცე­ვოს­თან. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო-მოს­კო­ვის მარ­შრუ­ტით მოძ­რა­ვი Setra-ს ავ­ტო­ბუ­სი წინ მი­მა­ვალ KamAZ-ის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი გზი­დან გა­და­ვი­და და...

დაწვრილებითDetails

“ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა” – რას წერს რუსული მედია ავტოავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
“ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა” – რას წერს რუსული მედია ავტოავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა
მთავარი

რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Tass-ის ცნო­ბით, ავ­ტო­ბუს­ში, რო­მე­ლიც 30 აგ­ვის­ტოს თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის რე­ის­ზე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა, თით­ქმის ყვე­ლა მგზავ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო. 30 აგ­ვის­ტოს ღა­მით, "კავ­კა­ზის“ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე, სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა და...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია იმერეთში – დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

საჩხერეში თევზაობის დროს 31 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროკაბელს გამოედო. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
რა შეუძლია ძლიერ ლოცვას – სასწაული, რომელიც შეიძლება ერთ წამში მოხდეს
მთავარი

31 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის დადებას და ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის — „ყოველთა დედუფლის“ („პანტანასას“) დღესასწაულს.ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის სარტყლის ტროპარი და „პანტანასას“ ლოცვა. ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის...

დაწვრილებითDetails

რა შესაძლებლობა ეძლევათ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე...

დაწვრილებითDetails

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი აქტიური დღეა. თამამად იმოქმედეთ, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სასიამოვნო სიახლე გელოდებათ. ურთიერთობებში მეტი გულწრფელობაა საჭირო. ტყუპები საინტერესო შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ყურადღება დეტალებს მიაქციეთ. კირჩხიბი...

დაწვრილებითDetails

31 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"