30 აგვისტოს ღამით, “კავკაზის“ ავტომაგისტრალზე, სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით – უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო მომსახურების გაწევა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 264-ე მუხლის მე-5 ნაწილით – საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.









