თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს.
მისი თქმით, ის ყოველ ორშაბათს დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პროკურატურის შენობასთან იქნება და სიმართლის დადგენას მოითხოვს.
თეონა თამაზაშვილი მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი დედებს სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის ორშაბათს პროკურატურის შენობასთან ელოდება.
ყოველ ორშაბათს დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე მე ვიქნები პროკურატურასთან ორთაჭალაში და მოვითხოვ სიმართლის დადგენას! ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებას! ყველას, განსაკუთრებით დედებს, გელოდებით სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის ყოველ ორშაბათს… და თუ რამე სიახლეც იქნება ორშაბათს მივაწვდი საზოგადოებას,” – წერს თეონა თამაზაშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას გუშინ, 19 აგვისტოს ოფიციალური განცხადებით მიმართა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.










