“დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში” – უთხრა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ “TV პირველს”.
ცნობისთვის, “ფეისბუქზე” გურამ დადიანიძის სახელით რამდენჯერმე დაიწერა რომ ცოცხალია.
გუშინ კი მის პირად გვერდზე ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა. Арцыд растаг – ვკითხულობთ პოსტში, რაც ქართულად ნიშნავს – “დრო მოვიდა”.










