მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.
ცესკოსთვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ დღევანდელი სხდომაზე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. საარჩევნო ბიულეტენში „ლელო-ძლიერი საქართველო“ საარჩევნო ნომრით – 9, ხოლო „ქართული ოცნება“ – 41 იქნება წარმოდგენილი.
2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. შესაბამისად, ამომრჩევლები მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
3 სექტემბერი ბოლო ვადაა, როცა არჩევნებში მონაწილე პარტიებმა შესაბამისს საოლქო საარჩევნო კომისიებს მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა წარუდგინონ.
ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამ დროისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა 2 201- ია.










