,,გუშინაც იყო შემოსული, დავსქრინეთ, პროკურატურამაც იცის და გამოძიებამაც, უმარტივესია აიპის დადგენა და თუ საიდან დაიწერა, ვისი ტელეფონიდან და ასე შემდეგ. არ ვიცი ვინ ერთობა ამ ამბით, მარლა ვერ ვხდები როგორ შეიძლება ამ ყველაფრით ერთობოდე. როდესაც გაირკვევა თვითონ გააკეთენ განცხადებას, მე ჯერ არ მაქვს ინფორნაცია – ამბობს ინფლუენსერი ელენიკო რუხაძე ვიდეო მიმართვაში.
“დრო მოვიდა” – ეს ფრაზა ოსურ დიალექტზე 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ვინ დაწერა აღნიშნული განცხადება, ამ დროისთვის უცნობია. დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ
“სასწრაფო ინფორმაცია. რამოდენიმე წუთის წინ გურიკა დადიანიძის ნამდვილი Facebook-დან დაიწერა ეს პოსტი, რომელიც არის ოსური დიალექტი. იმედია, გამოძიება სასწრაფოდ შეისწავლის ამ გვერდს, რადგან ვფიქრობ, რომ IP-ის მიხედვით ძალიან მარტივია დადგენა, თუ საიდან მოხდა ამ პოსტის ატვირთვა” – ამბობს კობა ახალაძე გავრცელებულ ვიდეოში










