LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
78 მიკროავტობუსის შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

78 მიკროავტობუსის შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

დაპოსტა 2026/08/18-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ 78 ერთეული M2 კატეგორიის ავტობუსის (მიკროავტობუსის) შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში ინტერესი არცერთ კომპანიას არ გამოუხატავს.

78 მიკროავტუბისიდან იმერეთის რეგიონებისთის 12 იყო გათვლილი. 

ცნობისთვის, ცენტრალურმა შემსყიდველმა ტენდერი 12 აგვისტოს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 11 913 720 ლარი იყო განსაზღვრული.

ცნობისთვის, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით, ერთი მიკროავტობუსის ფასი საშუალოდ, 152 740 ლარს შეადგენს. სატენდერო წინადადებით, თანხაში სატრანსპორტო საშუალების ღირებულებასთან ერთად, განბაჟების, სახელმწიფო რეგისტრაციისა და 200 000 კილომეტრამდე გეგმური თუ საგარანტიო მომსახურების ხარჯებიცაა გათვალისწინებული.

სატენდერო პირობების თანახმად, შეთავაზებული მიკროავტობუსები უნდა იყოს ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, ახალი (არაუადრეს 2026 წლის გამოშვების), მარცხენა საჭით, ექსპლუატაციაში არმყოფი და განბაჟებული, ხოლო მიწოდებისას მათი გარბენი 200 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

ამასთან, სატრანსპორტო საშუალებები უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და OECD-ის წევრ ქვეყანაში, მწარმოებელს კი М2 კატეგორიის ავტობუსების გამოშვების არანაკლებ 15-წლიანი გამოცდილება მოეთხოვება.

ტექნიკური მოთხოვნებით, 16+1 (მძღოლი) ადგილიანი ლურჯი ან თეთრი მიკროავტობუსები დიზელზე უნდა მუშაობდეს და მინიმუმ Euro 6-ის ემისიის სტანდარტს აკმაყოფილებდეს.

ძრავის მოცულობა 2.0-დან 3.0 ლიტრამდე, ხოლო სიმძლავრე არანაკლებ 130 ცხენის ძალა უნდა იყოს. ავტომობილს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა.

საწვავის ავზის მოცულობა 70 ლიტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო საწვავის მოხმარება ქალაქში მაქსიმუმ, 11 ლიტრი, შერეული წვისას კი – 10.5 ლიტრი 100 კილომეტრზე.

ტექნიკური დავალებით, ავტომობილის სიგრძე არაუმეტეს 7 მეტრს, სიმაღლე – 3 მეტრს, ხოლო სიგანე (სარკეების ჩათვლით) 2.5 მეტრს უნდა შეადგენდეს.

პირობების მიხედვით, პრეტენდენტს თბილისში მწარმოებლის არანაკლებ 1 ავტორიზებული სერვისცენტრი უნდა გააჩნდეს, ხოლო საგარანტიო და გეგმური მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

საგარანტიო პერიოდი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) 5 წლით განისაზღვრება, ხოლო სრულ ავტომობილზე – 3 წლით ან 200 000 კილომეტრით, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

არასრულწლოვანზე სქესობრივი კავშირის იძულება – დაკავებულია ბრალდებულის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აფხაზეთის მე-5 და 24-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ქუთაისში აფხაზეთის მე-5 და 24-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. უწყების ცნობით, შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა
მთავარი

იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე კ. გ. (მისამართი: ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის ქ.N51) ბიზნესსაქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში...

დაწვრილებითDetails

შვილი მკვდრად გამისაღა.. და იუსტიციაში მკვდრად გამოაცხადეს… – არ ვიცი, რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია” – ანი მიქაძე-ჩიკვაიძე სოფო ბიბილაშვილს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
შვილი მკვდრად გამისაღა.. და იუსტიციაში მკვდრად გამოაცხადეს… – არ ვიცი, რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია” – ანი მიქაძე-ჩიკვაიძე სოფო ბიბილაშვილს
მთავარი

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედას სოფო ბიბილაშვილს მიმართავს და საკუთარი შვილის დაკარგვის ისტორიას იხსენებს. "როცა ლუკა დაიკარგა, სახლიდან წავიდა, საშინლად...

დაწვრილებითDetails

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
საქართველოში შესაძლოა ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
მთავარი

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ახალი რეგულაციები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულებით შევიდა...

დაწვრილებითDetails

ადვოკატი – დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, „დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით“. მისივე თქმით, ვის გადასცა ეს განცხადება, „როგორ და რანაირად, ამას არ აქვს მნიშვნელობა“. „შესული...

დაწვრილებითDetails

ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

ელემენტარული ქრისტიანობა და ადამიანობა მოითხოვს, ჩაგრულის დაცვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას დაუნდობლად ანადგურებს სისტემა. მაგრამ ღარიბაშვილმა ხმა უნდა ამოიღოს. ყველაფერი უნდა მოყვეს და ბოლომდე ამხილოს ივანიშვილის რუსული მანქანა -...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 138 783 პენსიონერი ცხოვრობს, რაც რეგიონის მოსახლეობის – 28.2%-ია

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
დღეიდან “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს მოსახლეობის 23% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, სოცმომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით კი ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება – დაჭრილია ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­იჭ­რა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთ-ერ­თმა მე­ო­რეს მი­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მე­ო­რე პირ­მა კი სა­პა­სუ­ხოდ დანა გა­მო­ი­ყე­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ბა­თუ­მის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"