საქართველოს მოსახლეობის 23% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, სოცმომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით კი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო პენსიას 900 310 ადამიანი იღებს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი მეტი პენსიონერი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს, ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 35%, ყველაზე ცოტა – 16% კი აჭარაში.
„ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს, მოსახლეობის რა წილი მოდის პენსიონერებზე რეგიონების მიხედვით:
- გურია – 28% (პენსიონერები – 28 309; მოსახლეობა – 101 600)
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35% (პენსიონერები -10 272; მოსახლეობა – 29 500)
- კახეთი – 25.4% (პენსიონერები – 76 320; მოსახლეობა – 300 000)
- იმერეთი – 28.2% (პენსიონერები -138 783; მოსახლეობა 492 500)
- მცხეთა-მთიანეთი – 23.5% (პენსიონერები – 21 919; მოსახლეობა 93 200)
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 30.7% (პენსიონერები – 91 597; მოსახლეობა – 297 800)
- სამცხე-ჯავახეთი – 23.6% (პენსიონერები – 36 710; მოსახლეობა – 155 500)
- ქვემო ქართლი – 21.2% (პენსიონერები – 93 600; მოსახლეობა – 440 100)
- შიდა ქართლი – 23.3% (პენსიონერები – 57 853; მოსახლეობა -248 400)
- აჭარა – 16.4% (პენსიონერები – 67 856; მოსახლეობა – 413 200)









