LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე

(ოკუპირებულ აფხაზეთში) გუშინდელი მდგომარეობით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/08/18-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მოტივი ამოძრავებდა.

პრემიერის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი შევიდა.

„ჩვენთან შეთანხმებული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. არსებობს საკანონმდებლო აქტები, რომლის საფუძველზეც ასეთი ტრანზაქციები ხორციელდება. ბუნებრივია, აქვს თავისი პოლიტიკური მგრძნობიარობა ასეთ საკითხებს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო მთავრობასთან ბიზნესის მხრიდან. როდესაც ბიზნესმა გამოთქვა ასეთი ინტერესი, როდესაც ბიზნესმა მიიღო ეს წინადადება, ჩვენთან იყო შეთანხმებული და ჩვენ დავინახეთ სარგებელი, მათ შორის, ნდობის აღდგენის კუთხით. ინიციატივა მოდიოდა არა ბიზნესიდან, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არ ვიცი იქ კონკრეტულად ვისთან ჰქონდათ საუბარი, მაგრამ შეიქმნა საწვავის დეფიციტი, ეს იყო პრობლემა და თხოვნა იყო ამ საწვავის დეფიციტის შევსებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მოგვმართა ბიზნესმა და ჩვენ მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება. პარტნიორებთან ჰქონდათ საუბარი, შეიძლება იქიდანაც ბიზნესმენები იყვნენ, ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, იქიდანაც იყო ბიზნესი, რომელსაც ჰქონდა საწვავის დეფიციტი, შეიძლება მათ მიმართეს, შეიძლება სხვამ მიმართა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო, რომ იყო დეფიციტი, გაკეთდა იქიდან მიმართვა ბიზნესის მიმართ, შემდეგ ბიზნესმა შეგვითანხმა ეს საკითხი და ასე დალაგდა ეს ყველაფერი“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ჩართული იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებში, რომ საწვავი ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეტარებინათ, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა საკითხი ბიზნესის მოლაპარაკების საგანი იყო. მან ამასთან უპასუხა კითხვებს საწვავით რუსეთის მომარაგებასთან დაკავშირებით.

„ეს ბიზნესის მოლაპარაკების საგანი იყო მათ მოილაპარაკეს ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს არის თავიდან ბოლომდე ნდობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებული. ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის ფულის შოვნა არ იყო მთავარი მიზანი, შეიძლება ბიზნესის მიზანი იყო ფულის შოვნა, ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა. ერთადერთი მოტივი რატომაც მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება, იყო სწორედ ეს ხედვა, ნდობის აღდგენისკენ მიმართული ხედვა. ყველაფერი გაკეთდა ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში.

ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, ისტერიული კამპანია იყო ზოგადად, იმიტომ, რომ ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ ნდობის აღდგენის პროცესი და ისტერიკა ამას უკავშირდება. რაც შეეხება „რუსეთის მომარაგებას“, რუსეთის მოხმარება რაც არის, ამის 0,001%-ია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში, აბსოლუტურად არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში. შემდეგ საუბარი იყო ბაზების მომარაგებაზე- ბაზები ჰგონიათ რომ ბორბლებზე დგას და აქეთ-იქით მოძრაობს. სრული აბსურდია ლაპარაკი იმაზე, რომ სამხედრო ბაზა იყო მომარაგებული ამ საწვავით, ნებისმიერ ბაზას საწვავის თავისი მარაგი აქვს და ეს საწვავი მოიხმარება ძალიან იშვიათად, იმიტომ, რომ ბაზა არ არის მოძრავი ობიექტი, ბაზა არის სტატიკური ობიექტი. ყველანაირ აბსურდში შევიდნენ, იმიტომ რომ აქვთ ისტერიკა. როდესაც ხედავენ, რომ გარკვეულმა ნაბიჯებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენას, ჩვენს ოპონენტებს აქვთ ისტერიკა. რუსეთისთვის არარელევანტურია საწვავის ის მოცულობა, რომელიც შევიდა ჩვენს რეგიონში, აფხაზეთში. იქაც არიან, სხვათა შორის, იქაური ბარამიძეები და გვარამიები, რომლებიც ისტერიულ კამპანიას აწარმოებენ ამის წინააღმდეგ. ჩემთვის ის აფხაზი, რომელიც ისტერიკით უპირისპირდება საწვავის შეტანას და გვარამია არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. ჩვენი წყალობით გადაიჭრა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემა აფხაზეთში, რაც, საბოლოო ჯამში, ყველასთვის იქნება თვალსაჩინო. ასეთი ნაბიჯები ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას.

ეს არის კომპანია, რომელიც რეგულარულად აწარმოებს ანალოგიურ საქმიანობას, მას აქვს ასეთი სავაჭრო კავშირები ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში, ეს არ არის ერთჯერადი აქტი. გუშინდელი მდგომარეობით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი“,- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა.

ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი „კანისტრებით“ დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის, ასევე დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები შუახევისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს. სოფლებში, შუბანსა და ტომაშეთში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის...

დაწვრილებითDetails

ძალიან პრობლემური განცხადებაა… თავისთვის…. – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ძალიან პრობლემური განცხადებაა… თავისთვის…. – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დაპატიმრებული ექს-პრემიერის განცხადება "მისთვისვეა პრობლემური". მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი. მე ვიცი ერთი რამ, რომ...

დაწვრილებითDetails

ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა
მთავარი

ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება. როგორც ემიგრანტები წერენ, ქალი მძიმე სენს ებრძოდა. ,,ნაპოლის ემიგრატი რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა !ქალ.ნონა მიროტაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს ემიგრატებს ამ...

დაწვრილებითDetails

ხალხს მოჩვენებითი გარიგებები გაუფორმეს და 355 000 ლარი მიისაკუთრეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი...

დაწვრილებითDetails

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – ის 42 წლის გახდებოდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
“ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა.”გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე
მთავარი

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს, 18 აგვისტოს 42 წლის გახდებოდა.   უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად...

დაწვრილებითDetails

გამოჩნდა ახალი საშიში ნარკოტიკი – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112 – ნარკოლოგი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას კიდევ ერთი საშიში ნარკოტიკის შესახებ აფრთხილებს: „გაფრთხილება! საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება ტელგრამ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე k2 სახელით...

დაწვრილებითDetails

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი - აქტიური და ენერგიული დღე გელოდება. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.   კურო - ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებს. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს, მაგრამ გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

18 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ცნობილია- ის სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"