სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ცნობილია- ის სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 37 წლის ნიკა ხატიაშვილია.
ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი თბილისში მუშაობდა და მანქანებს შლიდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 4 თანასოფლელი დაბადების დღიდან ბრუნდებოდა.
ახალგაზრდები სოფლის ცენტრში, მცირე ზომის მაღაზიასთან შეჩერდნენ, მათ მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახათ.
ნიკა ხატიაშვილი ადგილზე დაიღუპა, სამი მამაკაცი კი დაშავდა. სხეულის სხვადასხვა ტრამვებით, ისინი წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ერთი, მკურნალობას თბილისში აგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიაში მონაწილე მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
,,ნიკა,ჩემო საყვარელო მოსწავლე😭😭 ,ძალიან დაგვწყვიტე გული ყველას,მასწავლებლებს,კლასელებს,მეგობრებს,თანასოფლელებს.საუკეთესო ახალგაზრდა დავკარგეთ.რა ვუთხრა და რით ვანუგეშო მისი ოჯახი.ნათელში იყავი,შვილო!💔😭
ყველა სიტყვა უძლურია ამ ტკივილის გამოსახატად, საშინელი ტრაგედიაა, რომელმაც შეიწირა უდანაშაულო ადამიანი, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული, მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ, ნიკა
ნიკა შვილო ეს რა უბედურებაა სიტყვები უძლურია ვუსამძიმრებ ოჯახს 😭😭😭😭😭😭სამეგობროს სანათესაოს და სრულიად სოფელს😭😭😭ნათელი მოეფინოს შენს სულს🙏😭😭😭”










