ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
„155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან!
ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მუსიკაც სწორედ მისი ცნობილი ოპერის „დაისის“ მიხედვითაა შექმნილი.
100-ლარიანი ბანკნოტის უკანა მხარეს კი გამოსახულია Tbilisi Opera and Ballet State Theatre, რომელიც 1937 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს.“ – წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










