“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს.
” – როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის აპარატი ჰქონდეს გათიშული ?
– რატომ არბენინებთ ამ სასწრაფოს ეკიპაჟებს და პაციენტებს ტყიბულის საავადმყოფოში ?
– როგორ გგონიათ ყველას აქვს დრო და საშუალება იქედან ავადმყოფი თავისი ხარჯით წამოიყვანოს ?
ვინ ხართ (პასუხისმგებელი), რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე ? ფოტოებში პოზიორობა არ გადავიწყდეთ ფეოდალის მსახურებო ! ”
ამბროლაურში მცხოვრები ალეკო სარდანაშვილი კითხვით მიმართავს პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს.
მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მისი ოჯახის წევრს სამედიცინო დახმარება მიეღო.
რაჭიდან ტყიბულში მსუბუქი თუ მძიმე დაშავებულის გადაყვანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რასაც რაჭველები თავადაც აღნიშნავენ.
ადგილობრივებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დასახლებული პუნქტიდან მაქსიმალურად ახლო მანძილზე მიიღონ სამედიცინო დახმარება.
განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფორმირება მოახდინოს თითოეული რაჭაში მყოფის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რაც სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება.” – წერს მოძრაობა რაჭისთვის.
#ჯანდაცვა










