ზუგდიდში, სასტუმრო “მარსში” 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს – ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
როგორც “პირველებს” ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა და სასტუმრო “მარსში” ნომერი იქირავა.










