,,დღეს მარტვილის რაიონში, სადაც დედაჩემი სრულიად მარტო იმყოფებოდა, ნამდვილი კოშმარი დატრიალდა… სახლშიც და ეზოშიც უზარმაზარი, სასიკვდილოდ საშიში კრაზანების ბუდეები შემოესივნენ. ქალი ფაქტობრივად ალყაში მოექცა.
შოკში მყოფმა, დავიწყე რეკვა ყველგან, სადაც კი წესით მოქალაქეს უნდა ეხმარებოდნენ:
❌ მერია, საკრებულო, გარემოს ზედამხედველობა ,მოვიდა სოფლის გამგებელი რამდენიმე კაცთან ერთად. შეხედეს, „ეს ის კრაზანაა, ძილში კაცს რომ კლავსო“ და შეშინებულები გაიქცნენ! დედაჩემი კი ასე „დაამშვიდეს“.
❌ სამაშველო სამსახური მოვიდნენ, კარების გაღებაც ვერ გაბედეს, „შეგვჭამენო“ და გაიქცნენ! ოღონდ წასვლისას დედას დაუბარეს, დიდი რისკის ქვეშ ხარო…
❌ საპატრულო პოლიცია „კრაზანების კი არა, ოქმსაც ვერ შევადგენთ, ახლოს ვერ მივალთო“ და ისიც გაიქცა.
❌ კერძო კომპანია თვის ბოლომდე დაკავებულები ვართო“.
წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა! ქალი სახლში გამოკეტილია, გარეთ რეალური სასიკვდილო საფრთხეა და ყველა ოფიციალური სტრუქტურა ზურგს აქცევს!
და ამ დროს… Зრეკავს უბნის ინსპექტორი ზვიად გაბისონია!
მითხრა, რომ რაც შეეძლება, დაეხმარება დედას. მოვიდა თავის კოლეგასთან, პოლიციელ თემურ წულაიასთან ერთად!
არც შეშინებიათ, არც „ინსტრუქციების“ უკან დამალულან და არც გაქცეულან. ამ ორმა კაცმა, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, პირდაპირ გაანადგურა კრაზანების ბუდეები და დედაჩემი სიკვდილს იხსნა!
ცხოვრებაში პირველად მიწოდებია პოლიციელისთვის „გმირი“ და დღეს ამას მთელი გულით ვამბობ. ასეთი ადამიანები უნდა მუშაობდნენ შსს-ში! აი, ასეთ ღირსეულ პოლიციელებზე დგას ამ ქვეყნის მომავალი.
(პ.ს. თურმე სახელმწიფო ვერ იცავს ადამიანებს, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ნამდვილი ვაჟკაცები!)
უდიდესი პატივისცემა პოლიციელებს ზვიად გაბისონიას და თემურ წულაიას! 👏❤️ – წერს სოციალურ ქსელში იაკო კვანტალიანი.
14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი აქტიური და ენერგიული დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად ახალი საქმე ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს. კურო ...










