ქუთაისში ხარაზოვის ბაღში არსებულ საშიშ მდგომარეობაზე მოქალაქე პოსტს აქვეყნებს და მოითხოვს რომ ტერიტორია მოაწესრიგონ.
,,ხარაზოვის ბაღში,სადაც ყოველდღიურად უამრავი ბავშვი თამაშობს,შადრევნის ფილები არის ამოღებული და დატოვებული ღია.ორი დღის წინ ბავშვი კინაღამ ჩავარდა და უბედურებას ძლივს გადავურჩით.დღეს მივედით და უფრო მეტი ფილაა ამოღებული.
სანამ ვინმე არ დაშავდება ან უბედური შემთხვევა არ დატრიალდება,მანამ არავინ აპირებს განძრევას?! ეს არ არის უბრალოდ მოუვლელობა,ეს არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის!
დაუყოვნებლივ შემოიღობოს ეს საშიში ზონა!ნუ დაელოდებით ტრაგედიას!
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall” – წერს მოქალაქე სოცილურ ქსელში.










