გომის მთაზე გვიან ღამით მომხდარი ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა – მათ შორის 6 არასრულწლოვანია – ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ დაშავებულები სწორედ ამ კლინიკაში არიან გადაყვანილები:
“ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შემოყვანილია 11 პაციენტი, აქედან 6 პაციენტი არის პედიატრიული ასაკის, 5 კი მოზრდილი. აქედან, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც შედარებით მძიმე პაციენტები არიან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება“,- აღნიშნა ექიმმა ანა კოჩაძემ მათთან საუბრისას
ავტოსაგზაო შემთხვევა გომის მთაზე წუხელ მოხდა. ავარიას ბელარუსის 4 მოქალაქე ემსხვერპლა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია










