რომის პაპმა მსოფლიო ქრისტიანებს მოუწოდა, ერთობლივად ილოცონ, რათა კორონავირუსის პანდემია დასრულდეს და, მოსახლეობას სატელევიზიო პირდაპირი ეთერით მიმართა.
„გამოცდის ამ დღეებში, როდესაც მთელი კაცობრიობა პანდემიის საფრთხეს შეეჯახა, მინდა ყველა ქრისტიანს შევთავაზო, გაერთიანდნენ ზეციდამი მიმართვაში. ვიწვევ ყველა ეკლესიის მეთაურს, ყველა ქრისტიანულ თემს, ყველა კონფესიის ქრისტიანს მივმართოთ უზენაესს ერთობლივი ლოცვით, წარმოვთქვათ „მამაო ჩვენო“ 25 მარტს შუადღით“ , – განაცხადა პაპმა ფრანციკემ.
მისივე თქმით, 27 მარტს, პარასკევს თავად შეასრულებს ლოცვას წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე. „ვირუსის პანდემიას გვსურს ვუპასუხოთ ლოცვისა და თანაგრძნობის პანდემიით“ – განაცხადა რომის პაპმა.