გურიანიუსის ინფორმაციით აგომის მთიდან მომავალი ავტომობილის ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
„გურია ნიუსი“ ისევ დაუკავშირდა კლინიკა „მედალფას“ დირექტორს დავით მდინარაძეს. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში ხუთი ადამიანია შეყვანილი, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, სოფელ გომში გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე დაწყებული 276 მუხლით.










