LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ახალი შეზღუდვა“ – ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში

ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე, მძღოლებს მართვის მოწმობით მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ

დაპოსტა 2026/08/12-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

რამდენადაც სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება პრაქტიკაში ეფექტურად არ ხორციელდება, სიჩქარის გადაჭარბების პრევენციის და მდგრადი აღსრულების მექანიზმის შექმნის მიზნით, გაგრძელდება მუშაობა ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების საპასუხოდ მძღოლებისთვის მართვის მოწმობით მინიჭებული ქულების შემცირების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მთავრობა 5 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში საუბრობს.

სტრატეგიის მიხედვით, გაგრძელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-თან ერთობლივი კოორდინაციით ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გაუმჯობესება და ახალი მოწყობილობების დამონტაჟება მთელი ქვეყნის მასშტაბით – განსაკუთრებით იმ მონაკვეთებზე, სადაც არსებობს სიჩქარის გადაჭარბების მაღალი რისკი.

ამასთან, პრევენციული და საგანმანათლებლო სოციალური კამპანიების საშუალებით, იგეგმება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სიჩქარის გადაჭარბების რისკებთან დაკავშირებით.

“სატრანსპორტო საშუალებათა სიჩქარის ეფექტური მენეჯმენტის შედეგად შესაძლოა შემდეგი სახის სარგებლის მიღება:

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათ შედეგად გარდაცვლილ/დაშავებულ პირთა რაოდენობისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური ზიანის შემცირება;

ჰაერის დაბინძურების, საწვავის გადაჭარბებული მოხმარებისა და ხმაურის შემცირება;

ქალაქის გზებზე სტაბილური და უწყვეტი მოძრაობის შედეგად, სატრანსპორტო საშუალებათა მობილობის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება;

ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებებით მოსარგებლეებისა და ქვეითად მოსიარულეთა მობილობის გაუმჯობესება.

გარდა ამისა, საქართველოს გზებზე მოძრაობის სიჩქარის შემცირების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა დასახლებულ პუნქტებში მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის ლიმიტების და სიჩქარის დასაშვები გადაჭარბების (ტოლერანტობის) ზღვარის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა მხოლოდ სიჩქარის ზღვარის შემცირება არ არის საკმარისი სიჩქარის გადაჭარბების პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამდენად, გაგრძელდება შესაბამისი სისტემური მიდგომის ეტაპობრივად დანერგვა, რომელიც მოიცავს: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; მკაცრი, პროპორციული და თანმიმდევრული სანქციების შემოღებას სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით, მათ შორის ქულათა სისტემის მექანიზმის მეტად ეფექტურად გამოყენების სახით; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას; გზებზე, ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირებას და სხვა“, – ნათქვამია მთავრობის სტრატეგიაში.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ვიღაცას აწყობდა, რომ ჭეშმარიტება არ დადგენილიყო – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ვერ­სია, თით­ქოს, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და მე­წყერ­მა მო­ი­ყო­ლა გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე. რაც უფრო მე­ტად მივ­დი­ვართ წინ, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში მით უფრო მე­ტად გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ეს ვერ­სია,- ამის შე­სა­ხებ 12 წლის წინ, მლე­თა­ში...

დაწვრილებითDetails

აშშ-ში ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
აშშ-ში ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
მთავარი

აშშ-ი სასამართლომ პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯა ქართველ კაპიტანს -  47 წლის ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ის სანაპირო დაცვისთვის თავს არიდებისა და ხომალდის გაჩერების შესახებ ბრძანების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. სასამართლომ ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა...

დაწვრილებითDetails

დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და მკვეთრად გაუარესებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა – EU-ს ანგარიში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
“სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”
მთავარი

დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და მკვეთრად გაუარესებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა - ევროკავშირი მწვავე დასკვნას აქვეყნებს. 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა და მიმოხილულია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც გასულ წელს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია
მთავარი

დღეს  ქუთაისში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებები ქუთაისის ცენტრალურ ბულვარსა და ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება. ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების, ასევე სცენის მონტაჟისა და დემონტაჟის მიზნით, 11 აგვისტოს 18:00 საათიდან 13 აგვისტოს 03:00...

დაწვრილებითDetails

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღაებული მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული მამაკაცი ქსელურ მაღაზია „ორ ნაბიჯში“ შეიჭრა. შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან თანხას ითხოვდა. მაღაზიაში მყოფმა პირებმა პოლიციას შეატყობინეს. მამაკაცმა მაღაზიიდან თანხის...

დაწვრილებითDetails

მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას – კლავს, კლავს!!!რითი ვერ გაიგეთ რომ, ეს მარიხუანა არ არის?! – ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს და აფრთხილებს საზოგდაოებას ნივთიერბასთან დაკავშირებით, რომელიც სინთეზური ნაერთებისა და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ნარევია. „მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას - კლავს, კლავს!!!რითი ვერ გაიგეთ ამდენი ხნის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

2 წლის გოგო აუზში დაიხრჩო – ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, უბედურ შემთხვევას ორი წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა 10 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ერთ-ერთი გოგირდწყალბადის წყაროს მიმდებარედ მოხდა. ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში ისვენებდა. „როდესაც დედა ერთ-ერთ შვილს ტანსაცმელს...

დაწვრილებითDetails

პირი მოქალაქის კუთვნილ 2 741 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას დაეუფლა – ბრალდებული დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული, 2025 წელს თაღლითურად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 2...

დაწვრილებითDetails

არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციები საქართველოში – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე,...

დაწვრილებითDetails

სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს ,,ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა N77) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად  გამოვლინდა კრიტიკული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"