მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“ რეგიონების შემოვლას აგრძელებს. დღეს ისინი იმერეთში ჩავიდნენ და გელათის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. მათთან ერთად იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკა ვაჩეიშვილი, რომელიც მოძრაობის წარმომადგენლებს და იმერელ ახალგაზრდებს, გელათის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა და გააცნო ის საფრთხეები, რომლის წინაშეც წლებია, ეს უნიკალური ძეგლი დგას.
დღესვე „მე მიყვარს საქართველოს“ წარმომადგენლები, ქუთაისში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათთან ერთად ისაუბრებენ იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომლის წინაშეც ქუთაისი და იმერეთის რეგიონია










