LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფარულ ჩანაწერში ნია იმნაძე და მამამისი განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა ალექსანდრე გაბაშვილმა დანაშაული – პროკურორი

ფარულ ჩანაწერში ნია იმნაძე და მამამისი განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა ალექსანდრე გაბაშვილმა დანაშაული – პროკურორი

დაპოსტა 2026/08/08-ში
A A
44
ნახვა
გაზიარება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული, სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ.

სონიძის განმარტებით, ჩანაწერში ვალერ იმნაძე შვილს ეუბნება, რომ ბრალდებულს აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაედინა და არასწორად მოიქცა.

მისივე თქმით, ნია იმნაძე პასუხობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღების თანამედროვე მიდგომა განსხვავდება უფროსი თაობის ხედვისგან, რის გამოც მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს.

პროკურორის თქმით, ფარულ ჩანაწერში ნია იმნაძე ალექსანდრე გაბაშვილის “საქციელს ამართლებს და ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ამბობს, რომ ასეც უნდა მოქცეულიყო და ა.შ.”

„ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ, თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ, არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ.

საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამის, ვალერ იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. მოკლედ, მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა. ასევე, დემონსტრირებას ახდებს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ გარკვეულ წინმსწრებ ინფორმაციასაც ფლობდა”, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, სონიძემ აღნიშნა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად „მეტას“ კვლავ მიმართეს და ამ დრომდე კომპანიის პასუხს ელოდებიან შუამდგომლობაზე.

„მეტადან“ ისევ ველოდებით შუამდგომლობაზე პასუხს“,- განაცხადა პროკურორმა.

ასევე, პროკურორმა განმარტა, რატომ მიიღო ათი თვის შემდგე ნია იმნაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილება პროკურატურამ. მისი განმარტებით, ამის საფუძველი გახდა საქმეზე ფარული სატელეფონო მოსმენებისა და ბინის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები.

საქმის პროკურორის განმარტებით, გამოძიების ვადების გაჭიანურება თებერვალში განხორციელებული ფარული ჩანაწერების დამუშავებამ, გაშიფვრამ და ახალი მტკიცებულებების მოპოვების ხანგრძლივმა პროცესმა გამოიწვია.„თვის განმავლობაში ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით ნია იმნაძის მიმართ.

“ათი თვე დაჭირდა პროკურატურას იმიტომ, რომ მტკიცებულებების მოპოვება ხდებოდა ამ დროის განმავლობაში. რაც შეეხება კითხვას, რა ახალი მტკიცებულებები გაჩნდა საქმეში, ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. წარმოდგენილ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ ფარული მოსმენები, როგორც სატელეფონო კომუნიკაციების მოსმენა ასევე ბინის ფარული აღჭურვები. ნია იმნაძის ბინის აღჭურვის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასდა. მოგახსენებთ, რომ თებერვალში განხორციელდა ეს ფარული ჩანაწერები, ამის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა, რომ გაშიფრული და დამუშავებულიყო. სწორედ ამიტომ გაჭიანურდა აღნიშნული ვადები“, – აღნიშნა საქმის პროკურორმა.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"