სამეგრელოში 26 წლის ლანა ლატარიას გლოვობენ. ახლობლების ინფორმაციით, ქალი სეფსისით გარდაიცვალა. ლანა ლატარიას 2 შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილის მამა ზაალ ლატარია, რომელიც უკრაინაში ბრძოლებს, საქართველოში ორი დღის წინ დაბრუნდა. გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტაძარში ქალიშვილის დასვენების უფლება არ მისცეს, რასაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე ეხმაურება:
“ახლახან გარდაცვილილი გოგოს ტაძარში დასვენების გამო, არ მგონია, რომ განრისხდეს ღმერთი. შეუძლებელია, ღმერთი ნაომარი მამის ტირილს უყურებდეს და საკუთარ სახლში მის შვილს კარი მიუხუროს. ვიცი წესები და სამართალი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს წესები ადამიანის
გამო და ადამიანისთვის შეიქმნა და ადამიანებივე აღასრულებენ მგონია, რომ მათ შორის აღმოჩნდება ერთი, ვინც იტყვის – მე ავიღებ ამ ცოდვას თავზე, თუ ეს ცოდვაა და იმ ერთისთვის მერე ბევრი ილოცებს,” – წერა კეკელიძე.










