LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა

უცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან – ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

დაპოსტა 2026/07/30-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის ლოგოს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშული პირები მოქალაქეებს თითქოსდა სებ-ის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულების დაფარვასა და სხვა მსგავს ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. ერთ-ერთ შემთხვევაში კი, მოქალაქეს განუცხადეს,  რომ მის პირად საბანკო მონაცემებზე დაფიქსირდა შესაძლო უნებართვო წვდომა და სესხის გააქტიურების მცდელობა, რის გადასამოწმებლადაც მოსთხოვეს იდენტიფიკატორების მითითებით შესულიყო შესაბამის დისტანციურ არხში – ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკში.

ზემოაღნიშნული კომუნიკაციების ფარგლებში მომხმარებლებს ასევე სთხოვენ გადასცენ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკში  ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები, მათ შორის, სახელი, პაროლი, აგრეთვე სხვა პირადი და ფინანსური ინფორმაცია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მონაცემების გაცემის შემთხვევაში, თაღლითებმა შესაძლოა მოიპოვონ თქვენს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, რაც ქმნის უნებართვო ოპერაციების განხორციელებისა და მომხმარებლის ფინანსური ზარალის/ზიანის მიყენების საფრთხეს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის  საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება. ასეთი  სიტუაციის დაფიქსირების შემთხვევაში  მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად ავრცელებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის ხშირად გამოყენებულ სქემებთან დაკავშირებით. შესაბამისი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფინანსური განათლების ვებგვერდებზე“, – – აღნიშნულია განცხადებაში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ივნისში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი 33 823 პირს ჰქონდა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში ყოველთვიურ ხელფასს...

დაწვრილებითDetails

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა - ინფორმაცას " ტვ პირველი" ავრცელებს.   https://www.youtube.com/watch?v=mjfWlBP9stU

დაწვრილებითDetails

ცოლზე ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა ქობულეთში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მამაკაცმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია მოქალაქე, რომელმაც 246 857 ლარის ოქრო საქართველოში უკანონოდ შემოიტანა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების  (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი...

დაწვრილებითDetails

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და ენერგიული იქნება. კარგი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და ახალი პროექტების დასაწყებად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება....

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ნისლი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს: 30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა
მთავარი

სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ეს წყალია სიკვდილის წყალი – ცნობილია წყალწითელაზე დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა
მთავარი

მდინარე წყალწითელაში 30 წლის ავთო ცაავა დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის გადარჩენას შემთხვევის ადგილზე მყოფი მისივე მეგობარი და კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. „აღარასდროს აღარავინ ჩახვიდეთ ამ ადგილას. უმორჩილესად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"