ოჯახი საქართველოში გაუჩინარებულ ტაილანდელ იუთუბერს, ლუნ სოლოს ეძებს. როგორც ტაილანდური მედია წერს, ის საქართველოში მარტო მოგზაურობდა და კონტენტს იღებდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი ოჯახი კონტაქტს ვერ ამყარებს.
- ინფორმაცია ფეისბუქზე კლოსე მოსიმ გაავრცელა, რომელიც წერს, რომ გაუჩინარებული ბიჭის ძმაა.
როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ოჯახი ვარაუდობს, რომ 26 წლის მოგზაური შესაძლოა, ისეთ ადგილას იმყოფებოდეს, სადაც ტელეფონი არ იჭერს.
ლუნ სოლოს YouTube-ზე 914 000 გამომწერი ჰყავს.










