კაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თათია ნიკოლაშვილი ავრცელებს.
“უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ‼️ სრულიად უპატრონო ქვეყანაში ‼️
რამდენიმე წუთის წინ კაპროვანის სანაპიროზე ადამიანი გარდაიცვალა ‼️ამ ქვეყანაში ხომ უბრალოდ, ხალხს რითაც უნდა ეხმარებოდნენ, იმისთვის არც ფული, არც ყურადღება და არც არანაირი რესურსით არ არის დაინტერესებული ხელისუფლება ‼️ რამდენი ხნის მანძილზე ცდილობდნენ მოქალაქეები საკუთარი ძალებით გამოეყვანათ ადამიანი სანაპიროზე წყლიდან, როდის მოვიდა ძვლივს მაშველი რომ გამოეძახა შესაბამისი ტექნიკა, მერე ეს ერთადერთი სამაშველო ტექნიკა როდის მოვიდა, მარტომ ვეღარ იპოვა… ისევ მოქალაქეები დაეხმარნენ. შემდეგ სასწრაფომ ხომ ვერასდროს მოაღწია‼️ ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ ადამიანები, სასწრაფო 20-25 წუთის შემდეგ მოვიდა ‼️ ჩემი დიდი პატივისცემა ყველა მაშველს, ვინც მუშაობს, მაგრამ მე მაპატიეთ ეს სპეციალობა, პირველ რიგში ფიზიკურ მომზადებას გულისხმობს და არა იმ მძიმეწონიან, დიდ მუცლიან ხალხს, ძვლივს რომ მიგორავენ სანაპიროზე‼️არც იმას, სამსახურის უფროსები რომ არიან მომჯდარი ბოლო მოდელ ჯიპებზე‼️ მათი იქ მოსვლა მერე არაფერს შველის … ტექნიკა და შესაბამისი მომზადების ხალხისთვის უნდა იხარჯებოდეს თანხები ‼️” | წერს ნიკოლაშვილი.










