ქუთასელმა ანა ჭანტურიამ, სპორტულ აკრობატიკაში ოქროს მედალი მოიპოვა – ინფორმაციას ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა ავრცელებს.
,, საამაყო წარმატება სპორტულ აკრობატიკაში!
სიხარულითა და დიდი სიამაყით გვინდა მივულოცოთ ჩვენი სკოლის VIII ბ კლასის მოსწავლეს, ანა ჭანტურიას, ბრწყინვალე გამარჯვება!
ანა მონაწილეობდა თენგიზ ბოლქვაძის სახელობის ტურნირში, სადაც I ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა!
ვულოცავთ ანას ამ დიდ აღიარებას, ვამაყობთ მისი ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით და ვუსურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას როგორც სპორტულ ასპარეზზე, ისე ცხოვრებაში!
დამრიგებელი- ნათია მელქაძე.” – წერს ქუთაისის 24-ე საჯაროა სკოლა სოციალურ ქსელში.










