თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს
შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის გამზირზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაიწყო.
დაპირისპირებდე, კორპუსის ერთ- ერთმა მცხოვრებმა ახალგაზრდებს შენიშვნა მისცა, რასაც ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ინციდენტის დროს ერთ-ერთმა პირმა მეორე ცივი იარაღით, ყელის არეში დაჭრა.
არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










