LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას  “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს

“ქართული ოცნება ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას “პოლიტიკურ შურისძიებაში” ადანაშაულებს

დაპოსტა 2026/07/08-ში
A A
20
ნახვა
გაზიარება
„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საკითხზე „გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური ჰედლაინებით“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი მტკიცებით, ორგანიზაცია არჩევნებთან, მოსკოვის მექანიზმის დასკვნებსა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საკითხებს ცალმხრივად და არაზუსტად აფასებს, რაც, მახაშვილის შეფასებით, ეუთოს სანდოობას აზიანებს.

ბატონო თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა არ არის აბსტრაქტული მონაპოვარი. ის ჩვენი რელევანტურობის საფუძველია. როცა ჩვენ ვუშვებთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები ჩამოყალიბდეს მოკლევადიანი პოლიტიკური ჰედლაინებით და არა გადამოწმებული ფაქტებით, ეს იმაზე მეტია, ვიდრე რეალობის დამახინჯება. ასე ჩვენ ძირს ვუთხრით ინსტიტუტს, რომელსაც ვემსახურებით. ეუთო ოდირს არ დაუსვკნია, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ეს ასამბლეა აპირებს გააყალბოს ოდირის ანგარიში. მოსკოვის მექანიზმს არ დაუსკვნია არაფერი ბრალდებების გარდა, მაგრამ ეს ასამბლეა აპირებს, გამოაცხადოს ის როგორც დამტკიცებული ფაქტი. საქართველოში პასუხისმგებლობა დაეკისრათ ძალადობრივ მომიტინგეებსაც და სპეცრაზმელებსაც, თუმცა ეს ასამბლეა აპირებს ამტკიცოს, რომ ისინი მშვიდობიანი მომიტინგეები იყვნენ, რომლებმაც გადაწვეს პარლამენტი და თავს დაესხნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას. დაშავდა ასობით პოლიციელი.

ასეთი გადაჭარბებული პოლიტიზება ეუთოს აქცევს შერჩევითი დღის წესრიგის და პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტად. ორმაგი სტანდარტები არ აძლიერებს ეუთოს, პირიქით, ის მას უფრო მეტად ასუსტებს. როდესაც საქართველოზე რეზოლუციები მიიღება გადაუმოწმებელ ბრალდებებსა და ცალმხრივ ინტერპრეტაციებზე დაყრდნობით, ჩვენ ვკარგავთ ნდობას მათ მიმართ, ვისაც ვხედავდით როგორც მიუკერძოებელ აქტორს და პატიოსან შუამავალს. ქვეყნები ასამბლეას ხედავენ არა როგორც საერთო პრინციპების მცველს, არამედ შერჩევითი დღის წესრიგის გამაძლიერებელს. შედეგი კი არის შემცირებული მონაწილეობა და ნაბიჯ-ნაბიჯ მარგინალიზაცია. ჩვენთვის სუსტდება ლეგიტიმაცია ორგანიზაციისა, რომლის დაცვასაც ვიჩემებთ.

ოლეგებო, ფაქტები ფაქტები და მხოლოდ ფაქტები უნდა დარჩეს ჩვენს კომპასად თუ ჩვენ გვინდა რომ ეუთომ სანდოობა შეინარჩუნოს, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პარალელურად, განცხადებები კეთდება თბილისშიც. “ქართული ოცნების” გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე ამტკიცებს, რომ ეუთოს რეზოლუციას ფასი არ აქვს. მისი მტკიცებით, დოკუმენტი აბსლუტური ტყუილებით არის გაჯერებული, რითაც ქართულ სახელმწიფოს ესხმიან თავს.

კოლექტიური რასების და ჯო უილსონების რეზოლუციებს ერთი ევრო ცენტის თუ ერთი დოლარი, თუ ერთი ცენტის ფასიც კი არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ის არის აბსოლუტური ტყუილებით გაჯერებული. ამავდროულად, მოითხოვენ გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას. იმ კანონისა, რომელიც ჯო უილსონის სამშობლოში მოქმედებს გაცილებით უფრო მკაცრად. რომ შევაჯამოთ, ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ცდილობენ, რომ რეზოლუციებით თავს დაესხან საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, მათ დემოკრატიულ არჩევანს. ისინი თავს უფლებას აძლევენ, იფიქრონ და თქვან, მოუწოდონ საზოგადოებას პირდაპირ, რომ მათ უკეთ იციან თუ რა არის საქართველოს მომავლისთვის უკეთესი, – ამბობს გორდულაძე. 

რამდენიმე საათში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჰააგის დეკლარაციას დაამტკიცებს. დოკუმენტში, სავარაუდოდ, საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული რეზოლუციებიც შევა.

რეზოლუციის პროექტი საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიების, დაკავებულების გათავისუფლებისა და რეპრესიულად შეფასებული კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დოკუმენტში გაჟღერებულ არცერთ მოწოდებას არ გაითვალისწინებს.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი  გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
მთავარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან...

დაწვრილებითDetails

წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?!  – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს
მთავარი

❗🗨️ წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! - ანადგუროებენ ზოდში იმ მიწებს, სადაც "ჯორჯიან მანგანეცს" არ უნდა გაეცა ლიცენზია არანაირი გამართლება არ შეიძლება, ეს გზა გაწირეს იმისთის რომ ერთი სოფლიდან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"