აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა “იმედის” დამფუძნებელი და დირექტორი ცოტნე გველესიანი გარდაიცვალა. სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
“ისტორია მხოლოდ წარსულის მატიანე როდია, იგი ადამიანების ნააზრევითა და ღვაწლით იწერება, ის ვინც ეპოქას მკაფიო კვალს აჩნევს.
დღეს იმედის სკოლამ, ქართულმა საგანმანათლებლო სივრცემ, ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ასეთი მასშტაბის ადამიანი, ჩვენი დამფუძნებელი, ღვაწლმოსილი ისტორიკისი და თაობათა სულის ჩამდგმელი ბატონი ცოტნე გველესიანი. მისი ამქვეყნიური მისიის დასრულებით დაიხურა ერთი უმნიშვნელოვანესი ეპოქა ჩვენი სასწავლებლის ისტორიაში. 26 წელიწადი უწყვეტი შრომის, ძიებისა და შემოქმედების, რაც ბატონმა ცოტნემ საკუთარი ხელით ქვა-ქვაზე დააფუძნა და შექმნა, არა უბრალოდ სასწავლო დაწესებულება არამედ ცოდნისა და ღირებულების ნამდვილი ტაძარი, სადაც ჩვენ მუშაობის პატივი გვერგო. მის პიროვნებაში თანაარსებობდა აკადემიური სიმკაცრე და ადამიანური სითბო, ყოველთვის რჩებოდა ადგილი მამაშვილური მზრუნველობისთვის. ბატონო ცოტნე, დირექტორო, კოლეგავ და მასწავლებელო, სამწუხაროდ, თქვენ დაასრულეთ თქვენი მიწიერი გაკვეთილი, მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თქვენ მიერ, ჩვენთან ერთად აღზრდილი თაობები, რომლებიც დღეს ქვეყნის სხადასხვა სფეროში ღირსეულად მოღვაწეობენ, თქვენი ცოდნისა და და მოგონებების მატარებელნი არიან .
ჩვენ, თქვენი სკოლის მასწავლებლები, დიდი ოჯახი, გპირდებით დავიცავთ თქვენს მემკვიდრეობასა და ტრადიციებს, რომელიც დაგვიტოვეთ. მშვიდობით ბატონო ცოტნე ჩვენო მასწავლებელო” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.










