გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს – ამის შესახებ ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა მცველმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან, ბრძანების გამოცემის დღიდან დაიკავა.
- ბახუაშვილი იქამდე შს მინისტრის მოადგილე იყო. ის ამ პოსტზე 10 ივნისს დაინიშნა და არასრული ერთი თვე იმუშავა.
- სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დანიშვნამდე, ბახუაშვილი 2026 წლის 23 მაისიდან შსს-ს გენ.ინსპექციის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
სუს-ის უფროსის რიგით მეხუთე მოადგილე 10 წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვა იყო.
- საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ბახუაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და დაცვის პოლიციაში. აქვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამჟამად გეკა გელაძე ხელმძღვანელობს.
გელაძეს ამ დრომდე 4 მოადგილე ჰყავდა, მათ რიცხვს კი გიორგი ბახუაშვილი დაემატა :
- მარიამ ტაბატაძე,
- ლაშა მაღრაძე,
- თამაზ ბორაშვილი,
- ალექსანდრე მაისურაძე,
- გიორგი ბახუაშვილი
გეკა გელაძე სუს-ის უფროსად მას შემდეგ დანიშნეს, რაც 21 აპრილს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ გამოაცხადა:
- ცვლილებები შეეხო მამუკა მდინარაძეს, სუს-ის ყოფილი შეფმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაიკავა. ის სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გეკა გელაძემ შეცვალა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი გახდა.










