ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდები საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების შენობებში გახსნი საგამოცდო ცენტრებში დღეს დილის 9 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაწიყო. მეორე სესიაზე აბიტურიებტი 3 საათზე შევიდნენ. 2026 წელს საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში. მათ შორის ქუთაისში გახსნილია 3 ცენტრი, 41-ე, მე-17 და 23-ე საჯარო სკოლებში. ქუთაისში გამოცდებისთვის 4 900-მდე პირია რეგისტრირებული. გამოცდების რესურსცენტრის ინფორმაციით დღეს ქუთაისში გამოცდებზე 2 254 აბიტურიენტიდან მხოლოდ 2 174 მივიდა. ქუთაისში ქართული ენისა და ლიტერატურის სესიებზე 80 აბიტურიენტი არ გამოცხადაა.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს საქართველოში 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.









