სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ დაეჯახა თბილისში, ტროტუარზე მიმავალ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი.
ქალის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მანქანის მძღოლი დაკავებულია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.










