საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” კიდევ 164 ერთეულ ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს.
უწყებამ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 10 159 800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა -ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.
შესყიდვის პირობების მიხედვით, მთავრობა მსუბუქი, სრულად ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების შეძენას გეგმავს.
სატენდერო პირობების მიხედვით, შესასყიდი ავტომობილები 2026 წელს უნდა იყოს გამოშვებული.
ტენდერში წინადადებების წარდგენა 1-ელ ივლისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება.
ცნობისთვის, 19 ივნისს ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 595 ერთეული ავტომობილის შესყიდვის 47.3 მილიონიანი ხუთი ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერები უკვე შერჩევა-შეფასების ეტაპზეა და რამდენიმე პრეტენდენტი – შპს „კავკასუს მოტორსი“, შპს „ჯი-თი მოტორსი“ და „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ მანქანების შესასყიდად გამოცხადებული ერთი – 9.2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც მთავრობა 156 ერთეულ სრულად ჰიბრიდულ ავტომობილს ყიდულობდა, არ შედგა.
bpn.ge










