მდინარე ოღასკურის კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპს უახლოვდება. – ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს .
პროექტი ბუხაიძის ქუჩიდან ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე 1.2 კმ სიგრძის მონაკვეთზე, მდინარის კალაპოტის მეხუთე რიგის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები კალაპოტის ფსკერის დაღრმავებას, გეომეტრიული კონტურების კორექტირებასა და ნაპირსამაგრი ზოლის გაბიონის კონსტრუქციებით მოწყობას ითვალისწინებს.
მდინარე ოღასკურის კალაპოტის მეხუთე უბნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 4 893 422 ლარს შეადგენს და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატთან ალეკო თამაზაშვილთან ერთად დაათვალიერა.