LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რუსეთს შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა, ასევე მათი და სხვა სამხედროების წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება – რუსეთს 395 000 ევროს გადახდა დაეკისრა – საია

დაპოსტა 2026/06/23-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

სამი ქართველი სამხედრო ტყვე, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე დაკავებული იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს. საქმის მასალებზე დაყრდნობით, კახაბერ ხუბულურსა და უშანგი სოფრომაძესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი ტყვეობაში მოკლეს. გიორგი ანწუხელიძესთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ნოემბერში, მისი დატყვევებიდან სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაეცა. ამასთანავე, როგორც სასამართლომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და გარემოებები გაურკვეველი რჩება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლოს „სამხრეთ ოსეთის“ ძალების პატიმრობაში ნახეს ძალადობისა და სიკვდილით დამუქრების დროს და სასამართლო ვარაუდობს, რომ ის ძალადობით სიკვდილამდე მიიყვანეს.

საია-მ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ქართველი სამხედრო პირების – გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუტაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის საქმე მოიგო.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება არის არსებითად მნიშვნელოვანი და პრეცედენტული, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა დაადგინა ომის აქტიური ფაზის დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

„დღეს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 18-წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად მოიპოვა უდიდესი მნიშვნელობის გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში, კერძოდ, დღეს გამოვიდა ორი გადაწყვეტილება ქართველი სამხედრო პირების საქმეებზე, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის საქმეზე. საია-მ აღნიშნული გადაწყვეტილებები და საქმეები მოიგო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციას შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა 2008 წლის ომის კონტექსტში. გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუტაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება. ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად, ყველა მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდა 395 000 ევროს ოდენობით“, – განაცხადა თამარ ონიანმა.

მისი თქმით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებს უკვე 18 წელია აქტიურად იცავს სტრასბურგის სასამართლოში და მომავალშიც განაგრძობს მათ დახმარებას. საია-მ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით ჯამურად 53 საჩივარი წარადგინა 400-ზე მეტი დაზარალებული პირის ინტერესების დასაცავად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის არსებითად მნიშვნელოვანი და პრეცედენტული, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა დაადგინა ომის აქტიური ფაზის დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით და ეს არის სწორედ ის მთავარი განსხვავება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ 2021 წელს სახელმწიფოთა შორის დავაში მიღებული გადაწყვეტილებისგან. ეს არის პირველი საქმე, სადაც სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით დადგინდა ომის აქტიური ფაზის დროს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა. ამასთანავე, სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ არამხოლოდ გამოძიების არაეფექტიანობა შეერაცხება რუსეთის ფედერაციას, არამედ სიცოცხლის უფლების დარღვევა და წამების აკრძალვის პირდაპირ დარღვევა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამი ქართველი სამხედრო ტყვე, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე დაკავებული იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს. საქმის მასალებზე დაყრდნობით, კახაბერ ხუბულურსა და უშანგი სოფრომაძესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი ტყვეობაში მოკლეს. გიორგი ანწუხელიძესთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ნოემბერში, მისი დატყვევებიდან სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაეცა. ამასთანავე, როგორც სასამართლომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და გარემოებები გაურკვეველი რჩება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლოს „სამხრეთ ოსეთის“ ძალების პატიმრობაში ნახეს ძალადობისა და სიკვდილით დამუქრების დროს და სასამართლო ვარაუდობს, რომ ის ძალადობით სიკვდილამდე მიიყვანეს“, – განაცხადა თამარ ონიანმა.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"