საქართველოში სულ 3 617 სოფელია, აქედან 3 417 დასახლებული, ხოლო 200 დაუსახლებელი – ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა – 2024-ის დაზუსტებულ მონაცემებში.
ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში 278 სოფელია ისეთი, სადაც 10 და ნაკლები კაცი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში ასეთი 255 სოფელი იყო.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მონაცემებით, მცირე დასახლებების განაწილება მოსახლეთა რაოდენობის მიხედვით, ასე გამოიყურება:
- 10-კაციანი – 22 სოფელი;
- 9-კაციანი – 11 სოფელი;
- 8-კაციანი – 26 სოფელი;
- 7-კაციანი – 24 სოფელი;
- 6-კაციანი – 21 სოფელი;
- 5-კაციანი – 32 სოფელი;
- 4-კაციანი – 29 სოფელი;
- 3-კაციანი – 31 სოფელი;
- 2-კაციანი – 42 სოფელი;
- 1-კაციანი – 40 სოფელი.
ცნობისთვის, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 0.4 %-ით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ (3 914 000 კაცი) წინასწარ მონაცემებთან შედარებით.










