სიღნაღის, ლაგოდეხისა და სამტრედიის განვითარებისთვის საბაზისო-თემატური გეგმა შემუშავდება. ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოცემული შესაბამისი განკარგულებებიდან ხდება ცნობილი.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ „სივრცით და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს“ დაავალა:
- სიღნაღის, ლაგოდეხისა და სამტრედიის დასაგეგმარებელი საორიენტაციო ტერიტორიის მოწესრიგებული/დაბალანსებული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავება;
- შემუშავებული საბაზისო-თემატური გეგმის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.
შესაბამისი განკარგულებები მიმდინარე წლის 3 ივნისით არის დათარიღებული და მას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.










