LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა…” – კახა კალაძე მზია ამაღლობელზე

” პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა გრძელდება ” – კახა კალაძე

დაპოსტა 2026/06/15-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა დღესაც გრძელდება – ესეც „აკერმანის სახელმძღვანელოდანაა“, ამ სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებენ, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ დაძველდა „აკერმანის სახელმძღვანელოს“ მეთოდები და ყველამ ყველაფერი იცის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ და რა თანამდებობაზე მყოფი პირი ჩაიდენს დანაშაულს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება მყისიერი.

„დისკრედიტაციის მცდელობა პირველი შემთხვევა არ არის, უკვე წლებია მიმდინარეობს და ესეც აკერმანის სახელმძღვანელოდანაა, ამ სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებენ, თუმცა ვერ ხვდებიან რომ დაძველდა აკერმანის სახელმძღვანელოს მეთოდები და ყველამ ყველაფერი იცის. პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა დღესაც გრძელდება, თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვა არის, როდესაც ხდება კონკრეტული დანაშაული ამას ყოველთვის აქვს რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მძიმეა აღნიშნული კადრები, რაც ვნახეთ, თუმცა მეორე მნიშვნელოვანი თემაა ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვა მყისიერი რეაგირება და ყველა დამნაშავე არის დაკავებული. 40 000-მდე პოლიციელია უწყებაში, არსებობს კანონი, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, რა თანამდებობის პირი იქნება, ამას მაშინვე მოჰყვება რეაგირება, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ის მოძალადეები და დამნაშავეები დღეს არიან დასჯილები“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაკავებულებს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ თუ არა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს კითხვა შესაბამისი უწყებისთვის უნდა იქნას მიმართული.

„მე არ ვარ პროკურორი, ამ შეკითხვას რომ მისვამთ. არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უფრო კომპეტენტურად გიპასუხებთ აღნიშნულ კითხვაზე. შეგიძლიათ მიმართოთ და მიიღებთ პასუხს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დანაშაული უნდა აღიკვეთოს და მოჰყვეს რეაგირება.“- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველმა” „ნოდარ მელაძის შაბათში” კადრები გაავრცელა, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს ასახავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ძალადობის კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო „ჩათში ” აგზავნიდნენ.გადაცემის ანონსის გასვლის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი ფაქტი 2022 წელს მოხდა, ხოლო აღნიშნული პოლიციელები 2026 წლის თებერვალში დააკავეს.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
მთავარი

მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

16-წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენებაზე აკრძალვა 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება – დიდი ბრიტანეთი

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
დასაქმებულებს უფლება ეძლევათ, აღარ უპასუხონ უფროსის ზარებს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ – ავსტრალიაში ახალი კანონი მიიღეს
მთავარი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ 16-წლამდე ასაკის პირებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ. სტარმერმა აღნიშნა, რომ რეგულაცია შობამდე იქნება მიღებული, აკრძალვა კი 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა...

დაწვრილებითDetails

რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს იმერეთში

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს იმერეთში
მთავარი

იმერეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბაღდათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. - ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

„ახლა საავადმყოფოშია”- ილია თოფურიასთან დაკავშირებით, UFC-ის ხელმძღვანელი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
„ახლა საავადმყოფოშია”- ილია თოფურიასთან დაკავშირებით, UFC-ის ხელმძღვანელი ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ილია თოფურიასთან დაკავშირებით, UFC-ის ხელმძღვანელი, დანა უაითი ინფორმაციას ავრცელებს. „ილია საავადმყოფოშია. ბევრი ზიანი მიიღო. ექიმი არ ვარ, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, რომ თვალბუდის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. დანამდვილებით არ ვიცი ჯერ, თუმცა ამას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი “გემო ფესტს” უმასპინძლებს

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ქუთაისი “გემო ფესტს” უმასპინძლებს
მთავარი

ქუთაისი “გემო ფესტს” უმასპინძლებს. ფესტივალი 26, 27 და 28 ივნისს ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ გაიამრთება. "გოჭიც იქნება, სხვა გადასარევი კერძებიც, ასეთივე მუსიკაც, გასართობებიც და შესანიშნავი აურაც. თან ეს ყველაფერი სამი...

დაწვრილებითDetails

ბაღდათი-კაკასხიდი-სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ბაღდათი-კაკასხიდი-სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს
მთავარი

ბაღდათში, სოფელ ხანში მიმდინარეობს ქ.ბაღდათი-კაკასხიდი-სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულმასშტაბიანი აღდგენა. სამუშაოების ღირებულება 4 779 779 ლარს შეადგენს და პროექტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბაღდათის მუნიციპალიტეტის...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი საქსოფონისტი დაჩი ლაშქარეიშვილი ფესტივალის ,,რონდო კლასიკა” გამარჯვებული გახდა

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ქუთაისელი საქსოფონისტი დაჩი ლაშქარეიშვილი ფესტივალის  ,,რონდო კლასიკა” გამარჯვებული გახდა
მთავარი

ქუთაისელი საქსოფონისტი დაჩი ლაშქარეიშვილი ფესტივალის ,,რონდო კლასიკა" გამარჯვებული გახდა - ინფორმაციას ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.  "ქუთაისის ნოდარ გაბუნიას სახელობის #4 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებები მოიპოვეს ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა კონკურს-ფესტივალზე...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ეძებდა იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

მამაკაცი, რომელსაც კახეთში, პოლიცია და ოჯახი ეძებდა, უვნებელი იპოვეს. 39 წლის გიორგი გიორგანაშვილს, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით ყვარლის ტყეში მიაგნეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯანმრთელი და უვნებელია. ამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელი იაილაში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ სამ მაგნიტუდამდე შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"