LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დასაქმებულებს უფლება ეძლევათ, აღარ უპასუხონ უფროსის ზარებს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ – ავსტრალიაში ახალი კანონი მიიღეს

16-წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენებაზე აკრძალვა 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება – დიდი ბრიტანეთი

დაპოსტა 2026/06/15-ში
A A
17
ნახვა
გაზიარება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ 16-წლამდე ასაკის პირებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ.

სტარმერმა აღნიშნა, რომ რეგულაცია შობამდე იქნება მიღებული, აკრძალვა კი 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა აუცილებელია. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას და მისი აზრით, სრული აკრძალვა სწორი გადაწყვეტილებაა.

სტარმერმა აღნიშნა, რომ, როგორც ორი შვილის მამას, კარგად ესმის მშობლების შფოთვა სოციალურ მედიასთან დაკავშირებით.

„ნუთუ მართლა გვჯერა, რომ სოციალური მედია ქმნის ბედნიერ გარემოს ჩვენი ბავშვებისთვის? ნუთუ გვჯერა, რომ ეს მათთვის უსაფრთხო სივრცეა?“ – განაცხადა სტარმერმა და აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხი აშკარაა.

მისი თქმით, სოციალური მედია ბავშვებს უბედურს ხდის, ხელს უწყობს ბულინგს და მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ალგორითმები ხშირად ისეა შექმნილი, რომ ბავშვები დამოკიდებული გახადოს.

სტარმერის თქმით, სოციალური მედია ბავშვებს ხელს უშლის სწავლაში, მეგობრებთან ურთიერთობაში, ძილში, რაც საბოლოოდ მათ განვითარებას აზიანებს.

ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ აკრძალვის განხორციელება რთული იქნება როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების მხრივ. მისი თქმით, იმ პლატფორმებს, რომლებსაც ეს აკრძალვა არ ეხება, მაგალითად, თამაშების პლატფორმებს, დაევალებათ, რომ ბავშვებმა ვერ შეძლონ უცხო ადამიანებთან ჩათის ფუნქციის გამოყენება.

„ეს ჩვენს შვილებს უფრო ბედნიერს გახდის. ჩვენ მათ მეტ დროს, მეტ უსაფრთხოებას, მეტ თავისუფლებას, მეტ შესაძლებლობას მივცემთ. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის ამ მთავრობის მიზანი“, – განაცხადა სტარმერმა.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით 15კმ-ში, სოფელი მამიშლარიდან 2კმ-ში იყო. 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:24 საათზე დაფიქსირდა.

დაწვრილებითDetails

სრული აბსურდი – მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის განცხადებაზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
სრული აბსურდი – მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის განცხადებაზე
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „სრულ აბსურდს“ უწოდებენ. "სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა", - ციტირებს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8%-მდე შემცირდა – საქსტატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შრომით ურთიერთობებში ხშირია სამუშაო ადგილებზე შევიწროება, ძალადობა, არასასურველი სექსუალური ქმედება – კვლევა
ეკონომიკა

2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში. (გასული წლის...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცი კორპუსიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ „აჭარა თაიმსი“ წერს. სააგენტოს ცნობით, დაღუპული, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გახსნა.   შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, ახლად აშენებული ბაზის...

დაწვრილებითDetails

გურამ დადინიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

12 წლის წინ დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „გური, მოვიდა დრო, ეს რას ნიშნავს, შვილო? 😭😭😭“ — წერს სოფო ბიბილაშვილი Facebook-ზე. აღნიშნულ ჩანაწერს წინ უძღოდა...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში შუახნის მამაკაცი მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სახურავიდან ჩამოვარდა და მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ....

დაწვრილებითDetails

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   დღეს შესაძლოა მოვლენები თქვენს გეგმებზე სწრაფად განვითარდეს. სამსახურში ახალი დავალება ან მოულოდნელი ცვლილება გელოდებათ. ფინანსებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინეთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.   კურო   დღე მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

დღეს ფერისცვალებაა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
დღეს ფერისცვალებაა
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ...

დაწვრილებითDetails

19 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 19 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"