გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 2.7%-ით არის გაზრდილი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 12%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 19%-იანი ზრდა ფიქსირდება.
მსგავსი ტენდენციაა ვერცხლის ბაზარზეც. ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი 3.8 დოლარით (+6%) გაიზარდა და 1 უნცია 67.78 დოლარი გახდა.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ადგილობრივ ბაზარზე როგორც ოქრო, ასევე ვერცხლი, გაძვირდა. ოქროს შემთხვევაში ფასი 10 ლარით არის გაზრდილი, ვერცხლი კი 0.3 ლარით გაძვირდა.
კერძოდ, 13 ივნისის მდგომარეობით, 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 375 ლარი ღირს, მაშინ როცა გუშინ მისი ფასი დაახლოებით 365 ლარი იყო.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯი ვერცხლის ფასი გუშინ 5.4 ლარი იყო, დღეს კი ფასი 5.7 ლარამდეა გაზრდილი.









