ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე და სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლები სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის ETF New Learning Award 2026 გამარჯვებული გახდა.
ETF New Learning Award არის ევროპის სწავლების ფონდის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ETF-ის პარტნიორ ქვეყნებში, ყოველწლიურად, ყველაზე ინოვაციურ სასწავლო პრაქტიკებს გამოავლენს. 2026 წელს 450-ზე მეტი განაცხადიდან საერთაშორისო ჟიურიმ მხოლოდ 9 ფინალისტი შეარჩია მთელი მსოფლიოდან და მათ შორის ნანა მარღანია აღმოჩნდა. პედაგოგის პრაქტიკის My Village, My Pride: How theatre is driving community change in Georgia შესახებ ბლოგი მომზადდა და ETF-ის საერთაშორისო პლატფორმაზე გამოქვეყნდა, რაც ინოვაციური პედაგოგიური გამოცდილების მსოფლიო მასშტაბით გაზიარების ერთ-ერთი ძირითადი არხია.
პედაგოგი ნანა მარღანია ევროპის საბჭოს პროექტის დემოკრატია იწყება სკოლაში – ფასილიტატორი, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ექსპერტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრია.
ცნობისთვის, კონკურსი ETF New Learning Award ოთხი წამყვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის პარტნიორობით ხორციელდება. ნანა მაღარნიასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მასწავლებელ,ი ანა კინწურაშვილი საერთაშორისო ნომინაციის გამარჯვებული გახდა.










