LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად – საგარეო უწყება ბრიუსელში შეხვედრაზე

დაპოსტა 2026/06/12-ში
A A
13
ნახვა
გაზიარება

სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად მუშაობას აგრძელებს და მხარს უჭერს ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.

“ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერების თაობაზე ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაციასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის აღნიშული გადაწყვეტილება ეფუძნება ანგარიშს, რომელიც ტენდენციურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას, რაც თავისთავად არ იძლევა სათანადო და ობიექტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა.

მიუხედავად ამისა, სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება. ასევე, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველყოფის დასტურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიერ რეგულარულად ორგანიზებული საპროტესტო აქციები.

აღინიშნა, რომ, მიუხედავად 2024 წლის აქციების ძალადობრივი ხასიათისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელების უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების და სხვა დარღვევების გამოსავლენად. ხაზი გაესვა, რომ 2024 წლის ძალადობრივი პროტესტის დაშლის ოპერაციისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ერთ ეპიზოდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის ბრალდებით ამჟამად დაკავებულია 5 პირი და მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება.

ხაზი გაესვა, რომ უსაფუძვლოა არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა, მაშინ, როდესაც ისინი მიღებულია საქართველოს ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ეწინააღმდეგება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას თუ შეთანხმებას, რომლის წევრიც არის საქართველო. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით შექმნილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიგრაციის მართვის, არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და რეადმისიის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის სააგენტოებთან.

აღინიშნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქონების მოძიების სამმართველოს შექმნა, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.

სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია აღნიშნული საკითხით პოლიტიკური მანიპულირება.

საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას”,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"