ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
- როგორც “კვირის პალიტრა“ წერს, გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თბილისიდან ლისისკენ მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა, სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.
გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან. ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპულები არიან ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე, ასევე გვანცა არევაძე და მისი მეუღლე ნიკა ქუთათელაძე და მარიამ ქადაგიძე.
მერე გარდაცვლილი ბიჭის მამა მოვიდა, ამ ბიჭს დედა გარდაცვლილი ჰყოლია, როგორც გავიგე, გარდაცვლილი გოგოს დედა ემიგრაციაშია და იქ გაიგებს ამ საშინელ ამბავს. ძალიან განვიცდით ყველანი, ვინც ვიცნობდით მათ, მომხდარს…განაგრძეთ კითხვა










