ტვინის შერყევა, მრავლობითი დაზიანებები და სისხლჩაქცეევბი – 68 წლის პენსიონერი ქალი ამტკიცებს, რომ მეზობლები მის სახლში იძულებით შეიჭრნენ და მასზე ფიზიკურად იძალადეს.
სურაია ისმაილოვას თქმით, მასზე ფიზიკურად ძალადობის ფაქტი ერთჯერადი შემთხვევა არ ყოფილა და ის ტერორის მსხვერპლია.
პენსიონერი ქალი ამბობს, რომ პირველი ძალადობრივი ფაქტის შემდგომ სახლთან სამეთვალყურეო კამერები დააყენა, თუმცა თავდამსხმელებმა კამერები დააზიანეს.
სურაია ისმაილოვამ პოლიციას მომხდარზე რამდენჯერმე მიმართა, თუმცა სავარაუდო თავდამსხმელები ამ დრომდე გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.
შემომივარდნენ, ისე მცემეს ტვინის შერყევიანი ერთი წელი ვიწექი. დამაზიანეს და დამაავადმყოფეს. პენსიას ამ წამლებში ვხარჯავ. თვალებით ვეღარ ვხედავ. რახან მარტო ვარ, ერთი ძროხა მყავს, ქათმები მყავს, ჩემ თავს ვირჩენ. აღარც ქათამი დამიტოვეს, აღარც საკვებს მიტოვებენ ძროხისას, ვყიდულობ ისევ.
ათასი ლარი მივეცი კამერები ვიყიდე, სულ ყველაფერი დამიმტვრიეს, სახლი გამინადგურეს. კანონი ხომ უნდა არსებობდეს. რატო, რა დავაშავე?” – ამბობს პენსიონერი ქალი.









