ტვ პირველი ავრცელებს კადრებს, სადაც გორის პოლიციის თანამშერომლები დაკავებულ პირს სცემენ.
ვიდეო-მასალაში გარკვევით ჩანს, რომ თავდაპირველად მამაკაცს ერთ-ერთი პოლიციელი წიხლს ურტყამს, რის შემდეგადაც სავარაუდოდ დაკავებული ძირს ეცემა, თუმცა ძლადობა არც მაშინ წყდება.
კადრებში ჩანს ისიც, რომ ცემის ფაქტს კი ერთი პოლიციელი მობილური ტელეფონით იღებს. ვიდეოში ისმის სავარაუდოდ დაკავებული კაცის ხმა, რომელიც სავარაუდოდ დახმარებას ითხოვს.
ცნობილია, რომ სპეცოპერაცია გორში, კომბინატის დასახელბაში მიმდინარეობს.









