მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის ღირებულება კვლავ ეცემა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 488 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.27%-იან კლებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 75.27 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.43%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება საქართველოს, გრამი ოქროსა და ვერცხლის ღირებულებამ აქაც დაიკლო. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 399 ლარი ღირს, 750 სინჯის – 299 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 233 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.55 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.24 ლარი ღირს.









