გორის მუნიციპალიტეტში მშობლების მანქანა დაიმტვრა.
ტყვიავი-ძევერის საავტომობილო გზაზე, „ბოლო ზარის“ აღსანიშნავად მოძრავი ავტომანქანების კოლონა ავტოავარიაში მოჰყვა.
„
პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რის გამოც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთ სატრანსპორტო საშუალებაში კურსდამთავრებულების მშობლები იმყოფებოდნენ, რომლებიც სადღესასწაულო ესკორტს უკან მიჰყვებოდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა.
უწყების ცნობით, ფაქტზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
📰 გააგრძელე კითხვა...